ბაზრის კვლევა - მესტიის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების დასრულების სამუშაოების (CPV-45400000) შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 2 სექტემბერი 2025    /    ძალაშია: 8 სექტემბერი 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს მესტიის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების შენობების დასრულების სამუშაოების (CPV-45400000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება (თითოეული საბავშვო ბაღისთვის) და სავარაუდო ჯამური ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული დოკუმენტაციით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 08 სექტემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება განფასებული ცხრილის სახით, Excel-ისა და PDF ფაილების ფორმატით (თარიღით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში)), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია) ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები: ანოტაცია, ტექნიკური დავალება, სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, სამუშაოების მოცულობათა უწყისი, ხარჯთაღრიცხვა.