ბაზრის კვლევა - ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის Design-Build

გამოქვეყნებულია: 27 აგვისტო 2025    /    ძალაშია: 19 სექტემბერი 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახლოს ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45215500) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახლოს ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის Design-Build) სავარაუდო ჯამური ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 12 სექტემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება განფასებული ცხრილის სახით (თარიღით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში)), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია) ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. განსაფასებელი ცხრილი.