განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ - სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება
გამოქვეყნებულია: 20 აგვისტო 2025 / ძალაშია: 22 სექტემბერი 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT250000017 ქ. სენაკში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას II კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 20 აგვისტო
წინადადებების მიღება იწყება: 2025 წლის 17 სექტემბერს
წინადადებების მიღება მთავრდება: 2025 წლის 22 სექტემბერს, 12:30 საათზე
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 1,223,045.00 ლარი, დღგ-ს გარეშე
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645535&lang=ge