ბაზრის კვლევა - ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობა

გამოქვეყნებულია: 8 აგვისტო 2025    /    ძალაშია: 15 აგვისტო 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV-45215500) შესყიდვას.
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებში და ღირშესანიშნაობებთან ახალი სანიტარიული კვანძების მოწყობისთვის Design-Build) სავარაუდო ჯამური ღირებულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 15 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება განფასებული ცხრილის სახით (თარიღით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში)), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია) ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.
 
დანართები:
 
•ტექნიკური დავალება;
•განსაფასებელი ცხრილი.