ბაზრის კვლევა - ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოები

გამოქვეყნებულია: 6 აგვისტო 2025    /    ძალაშია: 13 აგვისტო 2025

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ჭიათურაში და ქალაქ ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების სამშენებლო სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 13 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

დანართები ( https://drive.google.com/drive/folders/10plzrMoYBkqDjEHOFL9F-XkT2Ai-x-17?usp=sharing ):

1. ტექნიკური დავალებები;
2. მოცულობათა უწყისები;
3. ბაზრის კვლევის ცხრილი;
4. ტექნიკური ცენტრის ტიპიური პროექტი. 

https://research.spa.ge/ka/research/4862