სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

6 აგვისტო 2025
თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სკოლამდელი აღზსაზრდელების საჭიროებებზე.
საბავშვო ბაღში მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის საგანმანათლებლო, სამზარეულო, საძინებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები.