ბაზრის კვლევა - კარტრიჯების (CPV-30125100) შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 30 ივლისი 2025    /    ძალაშია: 5 აგვისტო 2025

 მოგესალმებით,

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ: 206074193) გეგმავს სხვადასხვა კარტრიჯების (CPV-30125100) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს სხვადასხვა კარტრიჯების სავარაუდო ფასები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული Excel-ის ცხრილის მიხედვით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 5 აგვისტოს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ორგანიზაციის ოფიციალური წერილით ბლანკზე (ბლანკის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით, განფასებული ცხრილის Excel და PDF ფაილების სახით) შემდეგ ელ. ფოსტებზე: nzhorzholiani@mdf.org.gedgoglidze@mdf.org.ge .

დანართი: 1 (ერთი) Excel-ის ფაილი.