ბაზრის კვლევა - საჩხერის სტადიონის პროექტირება - II კატეგორია
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ საჩხერეში არსებული სტადიონის უეფას II კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად რეკონსტრუქცია/განახლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ საჩხერეში არსებული სტადიონის უეფას II კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად რეკონსტრუქცია/განახლების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 01 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადისა და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.
https://research.spa.ge/ka/