ბაკურიანში ბიატლონის ტრასის მშენებლობა დასრულდა

24 ივლისი 2025
ბაკურიანში დასრულდა ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა, რომელმაც უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას.
 
ტრასა აღიჭურვა განათების სისტემითა და ხელოვნური გათოვლიანების ინფრასტრუქტურით.
 
ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ, ტრასაზე ასფალტის საფარი მოეწყო, რაც საშუალებას იძლება სპორტული და ტურისტული აქტივობებისთვის სათხილამურო ტრასით ზაფხულშიც ისარგებლონ. 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 18.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალისთვის თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაც აშენდა. 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს.