ბაზრის კვლევა - გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 22 ივლისი 2025    /    ძალაშია: 29 ივლისი 2025

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000)  შესყიდვას.  

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 29 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge  .

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126. დანართები:

 

1. ტექნიკური დავალება;

 

2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

https://research.spa.ge/ka/research/4726