სოფელ ორბეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

18 ივლისი 2025
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.
 
შენობაში მოეწყობა სკოლამდელი განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასწავლო ოთახების გარდა, მოეწყობა საძინებლები, ადმინისტრაციული და სამზარეულოს ოთახები, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.
 
75 ბავშვისთვის ახალი საბავშვო ბაღი შენდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანშიც.

ორბეთში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირქტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, გაეცნო..