ქალაქ ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები - ბაზრის კვლევა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ ახალციხეში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება და სამშენებლო სამუშაოების საერთო ვადა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 21 ივლისისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .