ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა აქტიურ ფაზაშია

8 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი 243 საბავშვო ბაღიდან 73 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს.
პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამურად, 560 მილიონი ლარით ფინანსდება.
საბავშვო ბაღები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
თანამედროვე შენობებში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილია ეზოები და ყველა საჭირო სივრცე.
ყველა საბავშვო ბაღი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.