საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევა

გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2025    /    ძალაშია: 3 ივლისი 2025
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ რუსთავში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000შესყიდვას.  
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ რუსთავში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებ) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.
 
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 03 ივლისისაწარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადისა და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .   
 
დანართები:
1.       ტექნიკური დავალება;
2.       ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

ტექნიკური დავალება - ქ. რუსთავის სტადიონის პროექტირება .pdf

ბაზრის კვლევის ცხრილი - ქ. რუსთავის სტადიონის პროექტირება (1).pdf