ბათუმში 160 ბავშვზე გათვლილ ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება

26 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში №26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ახორციელებს.
 
საბავშვო ბაღი 160 ბავშვზეა გათვლილი. შენობას რეაბილიტაცია, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჩაუტარდება.
 
განახლებული ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
 
მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
 
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ ბათუმში მცხოვრები 300-ზე მეტი ბაღის აღსაზრდელი საერთაშორისო სტანდარტის, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.