თელავის ,,ქალაქებისა და კურორტების განვითარების" პროგრამა აქტიურად გრძელდება

10 ივნისი 2025

 თელავში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს გზებისა და საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები ძმები პაპუაშვილებისა და ბალარჯიშვილის ქუჩებზე.

ასევე, გრძელდება სოლომონ ლეონიძის, გვირაბისა და ვაჩნაძის ქუჩების აღდგენა. ტერიტორიაზე მოწესრიგდა საჰაერო კომუნიკაციები, განახლდა ღობეები და შეიცვალა გარე განათების ბოძები.