სიახლეები

23 იანვარი 2026

ბათუმში N26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ბათუმში 150 ბავშვზე გათვლილი, N26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
23 იანვარი 2026

სოფელ ხუცუბანში რაგბის სტადიონის მშენებლობა იწყება

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან.
22 იანვარი 2026

ახალციხეში ცენტრალური პარკის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხის ცენტრალური პარკის პროექტირებას იწყებს. პროექტის მიზანია ქალაქის ცენტრში მოეწყოს თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის შექმნის ჯანსაღი ცხოვრების, სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული ღონისძიებებისათვის კომფორტულ გარემოს.
15 იანვარი 2026

ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
10 იანვარი 2026

ამბროლაურში ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში ახალი სარეკრეაციო სივრცის პროექტირებას იწყებს.
პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას თანამედროვე სარეკრეაციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტურიზმის განვითარებას.
9 იანვარი 2026

ქობულეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ახალი სკოლების პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლების პროექტირებას იწყებს.
9 იანვარი 2026

სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
8 იანვარი 2026

საკონკურსო კომისიამ განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის განვითარების კონცეფციები განიხილა

განმუხურისა და ანაკლიის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფციის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
18 დეკემბერი 2025

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ქუთაისში მიმდინარე პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
17 დეკემბერი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეკრეაციული სივრცეების მოწყობის კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებში რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს. სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე ესწრებოდნენ.