მესტიაში პოლიციის ახალი შენობა შენდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტრორთან, ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა მესტიაში პოლიციის ახალი შენობის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები გაჭიანურდა, რადგან საჭირო გახდა არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანა.
მინისტრმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, განიხილავს ყველა შესაძლო ზომას, რათა დაჩქარდეს მშენებლობის პროცესი და ობიექტი დროულად დასრულდეს.