მესტიაში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს

21 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტით, მესტიის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები მოიცავს საფეხმავლო ზონის კეთილმოწყობას, ასევე, მიმდებარე ღობეების და ფასადების რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, სოფელ ჭოლაში მიმდინარეობს ცენტრალური წყლის სისტემისა და წყალარინების ქსელის მოწყობაც. დაგეგმილია სამანქანო გზის რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტრანსპორტით გადაადგილებას.