ახალციხეში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

14 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, არჩილ ნიკოლეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 3.6 მილიონი ლარი შეადგინა.
საბავშვო ბაღი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდის მისაღებად უსაფრთხო და მყუდრო გარემოს ბავშვებისთვის. თანამედროვე შენობაში მოწყობილია სათამაშო და საძინებელი ოთახები, კეთილმოწყობილი ეზო და ყველა საჭირო სივრცე