ნინოწმინდაში 150 ბავშვზე გათვლილი ბაღი შენდება

16 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ნინოწმინდაში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.
 
ახალ საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად,  მოეწყობა  ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის  სათამაშო მოედნები, სადაც სკოლამდელი აღსაზრდელების ყველა საჭიროება იქნება გათვალისწინებული.
 
პროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების, განათლებისა და სოციალიზაციისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, რაც კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს უზრუნველყოფს.