სოფელ მუსხის 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

15 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუსხში 75 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობას ახორციელებს.
ახალ საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საძინებლები, სათამაშო,
გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, გარე სათამაშო მოედნები და
რეკრეაციული სივრცეები.
საბავშვო ბაღი მშენებლობა სახელმწიფო დაფინანსებით ხორციედება და ღირებულება 1.7 მილიონი ლარია.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთო ჯამში, მიმდინარეობს 21 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.