ბაღდათის #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

14 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, იმერეთის რეგიონში, ბაღდათის #1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდება და სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. რეაბილიტაციის შედეგად, ჩატარდება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სამუშაოები - სახურავისა და კედლების დათბუნება, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის დაზოგვას და სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.