სამტრედიაში 450 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

14 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მორიგი სამუშაო  გასვლის ფარგლებში,  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედიაში   მიმდინარე  პროექტების შესრულების პროცესს გაეცნო.
 
მუნიციპალური განვითარების ფონდი, სამტრედიაში 450 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
 
პროექტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ითვალისწინებს ბავშვების საჭიროებებზე მორგებული  გარემოს შექმნას, მათ შორის ოთახებისა და მრავალფეროვანი სათამაშო სივრცეების მოწყობას.
 
ახალ შენობაში უზრუნველყოფილი  იქნება, ასევე, ბავშვების  უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა პირობა.