სოფელ ჩუმლაყში, ნანიანსა და კოლაგში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

7 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩუმლაყში, ნანიანსა და კოლაგში საბავშვო ბაღების მშენებლობის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ ჩუმლაყსა და ნანიანში 50, ხოლო კოლაგში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები შენდება. ახალ შენობებში მოეწყობა სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე მორგებული ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზოები. გათვალისწინებულია ყველა თანამედროვე სტანდარტი ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
ჯამში, ფონდი, კახეთის რეგიონში 30 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაილიტაციის პროექტს ახორციელებს.