შეხვედრა არქიტექტორებთან

21 მაისი 2025

 ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან, ბექა ურუშაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა არქიტექტორთა საზოგადოების წარმომადგენელთა ერთ ნაწილთან – ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობას

 

ეხვედრის მიზანი იყო სამინისტროსა და არქიტექტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და მათი ჩართულობის გაზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე
 
მხარეებმა განიხილეს საკონკურსო პირობებისა და საპროექტო რეკომენდაციების მომზადებაში არქიტექტორების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმები. მან ხაზი გაუსვა მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების კიდევ უფრო ხარისხიანად განხორციელებისათვის პროფესიონალების ჩართულობის აუცილებლობას