აქტიურ ფაზაშია ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, ქალაქ ბორჯომში ცენტრალური პარკის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


აქტიურ ფაზაშია ბორჯომის ისტორიული ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტი. ამ ეტაპისთვის, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ყოფილი ბორჯომის ქარხნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაზე, რომელიც შესაბამისი წესების დაცვით რესტავრირდება

დასრულებულია თოკების ქალაქის ატრაქცია, მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა ინფრასტრუქტურა პრომეთეს ძეგლის მიმდებარედ სრულდება გამწვანების სამუშაოები, ეწყობა სპორტული სივრცე.


გეგმაშია პარკში ისეთი სივრცეების განვითარება, რომელიც ბორჯომის მოსახლეობას და სტუმრებს დასვენების და დროის ხარისხიანად გატარების პირობებს შესთავაზებს.