სოფელ ბაზალეთში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა. ჯამში, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, ფონდი, 26 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.
ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია 6 ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის, მცხეთა-მთიანეთში, ფონდს გამოყოფილი აქვს 46 მილიონ ლარზე მეტი.
საერთაშორისო სტანდარტის ახალი ბაღი 50 ბავშვს მოემსახურება.
მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღების შენობები სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღების აღსაზრდელები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.