მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს ახალი მოადგილე ჰყავს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ არჩილ ნიკოლეიშვილი დაინიშნა.
არჩილ ნიკოლეიშვილი არის ეკონომისტი და სამართალმცოდნე. მას სხვადასხვა ორგანიზაციასა და სასწავლო ცენტრში მიღებული აქვს პროფესიული განათლება საჯარო სამსახურში პერსონალის მართვისა და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, ასევე ზოგადი მენეჯმენტისა და მედიასთან ურთიერთობის სფეროში.
არჩილ ნიკოლეიშვილს გააჩნია საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს, იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს იუსტიციის სამინისტროში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში.
2019-2022 წლებში არჩილ ნიკოლეიშვილი იკავებდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობას. 2024 წლიდან - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე.