რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად არის ჩართული ქვემო ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მხოლოდ რუსთავში, ფონდს 7 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 41.6 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტები მოიცავს როგორც სკოლებისა და ბაღების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ასევე, აქტიურ ფაზაშია ორი ტექნიკური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც. 


ქალაქში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, ქალაქის მერთან და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.


ფონდი უახლოეს მომავალში ასრულებს 830 მოსწავლეზე გათვლილ, რუსთავის №21 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება რუსთავის №6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, საპირფარეშოები, განახლდება ეზოს ტერიტორია და დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის ახალი სისტემები. ორივე სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 


„საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქში ოთხი საბავშო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. საბავში ბაღებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე, ლიფტები და საევაკუაციო კიბეები. ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონები და სათამაშო მოედნები. ორივე ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. 

ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაწყებულია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.


ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაწყებულია საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.