მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში 3 ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ფონდის მიერ რეაბილიტირებული ბაგა- ბაღები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის მუნიციპალიტეტში სამი ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. კერძოდ, ქალაქ მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში და სოფელ ძეგვში. პროექტები სახელწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ჯამში სამივე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 400 ათას ლარზე მეტი გამოიყო. სამივე ბაგა-ბაღში ამჟამად 175-ზე მეტი აღსაზრდელი დადის, ბაღების რეაბილიტაციის შემდეგ დაწესებულებებში დამატებით 200 -ზე მეტი განაცხადი შევიდა.
სამშენებლო სამუშაოებზე ჯამში 100 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული, საიდანაც უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლე იყო.
ქალაქ მცხეთაში ფონდმა გმირის ქუჩაზე მდებარე ბაგა- ბაღის რეაბილიტაცია განახორციელა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 120,635.07 ლარია , რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა კარ-ფანჯრების გამოცვლა, მოეწყო ახალი იატაკი, გაკეთდა საპირფარეშო, სამზარეულო, გაილესა და შეიღება კედლები, დამონტაჟდა გამათბობლები. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ ბაღში 120 აღსაზრდელი დადის. როგორც ბაღის ხელმძღვანელობამ ფონდს აცნობა, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დამატებით 50-მა მშობელმა გამოთქვა აღნიშნულ ბაღში შვილების შეყვანის სურვილი და დამატებით 50 განაცხადი შევიდა მცხეთის ბაგა- ბაღში. სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული. შენობასთან ერთად მოხდა ეზოს კეთილმოწყობაც.
ფონდის დაკვეთით ასევე განხორციელდა სოფელ ქსოვრისის ბაგა -ბაღის შენობისა და ეზოს რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 164,136.99 ლარია, რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზაცია და გაკეთდა ახალი საპირფარეშოები, დამონტაჟდა გამათბობლები. ამჟამად ქსოვრისის ბაგა-ბაღში 25 აღსაზრდელი დადის. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 40 განაცხადი შევიდა. სამუშაოებზე 35-40 ადამიანი იყო დასაქმებული.
ფონდის დაკვეთით მცხეთის მუნიციპალიტეტში მოხდა ძეგვის ბაგა-ბაღის რეაბილიტაციაც. სამშენებლო სამუშაოებისთვის 138,000.00 ლარი იყო გამოყოფილი. რეაბილიტაციის ფარგლებში გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო კანალიზიაცია, შეიცვალა კარები და იატაკი, გაკეთდა ახალი საპირფარეშო და დამონტაჟდა გამათბობლები. ამჟამად ბაღში 30 აღსაზრდელი დადის . თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში დამატებით 110 განაცხადია შესული.სამუშაოებზე 35 ადამიანი იყო დასაქმებული.