როგორი იქნება თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური?!
7 აპრილი 2014
19 წლის შემდეგ მეტროსადგურ ''უნივერსიტეტის'' მშენებლობა განახლდება. საბურთალოს ხაზი ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში დასრულდება 4 ამოსასვლელით, სავაჭრო ცენტრით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სადგური ყველა დანარჩენისგან განსხვავებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.