მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს სოფელ ერგნეთში ახალი ამბულატორია დაამონტაჟა

1 ივნისი 2014

დღეს მორიგი ამბულატორია გორის მუნიციპალიტეტში,  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში დამონტაჟდა.  სენდვიჩპანელის მონტაჟს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო.  გორის მუნიციპალიტეტში ფონდმა 12 ამბულატორია  უკვე დაამონტაჟა კერძოდ, სოფელ კირბალის, აძვის, ჯარიაშენის, ახრისის,  ქვემო აცვის, ფლავის,  ქერეს,  ქორდის,  მეღვრეკისის, ქვემო ხვითისა და სოფელ წითელუბნის მოსახლეობას  სოფლის ამბულატორიით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლებათ.

დღეიდან კი სოფელ ერგნეთის მოსახლეობას ექნებათ შესაძებლობა ფონდის მიერ დამონტაჟებული ამბულატორიით ისარგებლონ. საქართველოს მასშტაბით 82 ახალი  მბულატორიის  მშენებლობისთვის   საქართველოს  მთავრობამ 2013 წელს  2,4 მილიონი არი გამოყო.

2014  წლის  13 მარტს  მთავრობის  განკარგულებით  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ამბულატორიების სრულად ადაპტირების მიზნით ბიუჯეტიდან დამატებით 24300 ლარი გამოიყო. შესაბამისად შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა   ადაპტირებული შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე  პირებისათვის.   

 

ასევე 2014 წელს დამატებით ერთი ამბულატორიის მშენებლობა დაიგეგმა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 35 ათასი ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე ფონდი მთელი საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის მშენებლობას დაასრულებს.

 

საქართველოს  მასშტაბით  81  ახალი  ამბულატორიის  მშენებლობის  პროექტის  ფარგლებში

ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიიპალური განვითარების ფონდი  ამონტაჟებს. პროექტს  საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო  და  შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ. ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.მ-ა. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც გამათბობლითა და სველი წერტილით არის აღჭურვილი. ამბულატორიების კონსტრუქციები  საქართველოში  იწყობა  და მას  ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ,  სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.

 

მას  შემდეგ,  რაც  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  შენობ  ინფრასტრუტურის  მოწყობას  დაასრულებს, ამბულატორი  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების  დაქვემდებარებაში  გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ  მოსახლეობას  სამედიცინო  მომსახურებას  გაუწევს.  ჯანდაცვის სამინისტრო  ამბულატორიებში  ავეჯის  შესატანად  და  პირველადი  ჯანდაცვის  ობიექტებისთვის საჭირო  სამედიცინო  ტექნიკით  აღჭურვაში 362 894  ლარს დახარჯავს.

 

გრაფიკის  მიხედვით, 82  ამბულატორიის  მშენებლობა  ქვეყნის  მასშტაბით  2014  წლის  სექტემბერში დასრულდება.  მათ  შორის თოთხმეტი ამბულატორია  გამყოფი  ხაზის  მიმდებარედ  არსებულ  სოფლებში დამონტაჟდება.  სამეგრელო  ზემო  სვანეთში  რეგიონში 9  ამბულატორია, გურიის  რეგიონში - 3,  კახეთის  რეგიონში  ჯამში - 8  ამბულატორია  იქნება,  ქვემო  ქართლში - 6 , იმერეთის  რეგიონში  ჯამში - 12 ამბულატორია  დამონტაჟდება, აჭარაში - 5,  მცხეთა -მთიანეთში -7, შიდა - ქართლში  - 21,  სამცხე - ჯავახეთში - 6,  რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 4.

 

პროექტის  განხორციელებაში  აქტიურად  არიან  ჩართული  ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლები,  რომლებიც  ადგილზე  საჭირო  საკითხების  მოგვარებას  უზრუნველყოფენ.  კერძოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების  წარმომადგენლები  უზრუნველყოფენ  ამბულატორიისთვის  გამოყოფილ ტერიტორიაზე  ფუნდამენტის  მოწყობას,  მიწისქვეშა  კომუნიკაციების,  წყლის,  ბუნებრივი აირისა  და ელექტროენერგიის  ტერიტორიამდე  მიყვანას.

  

საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროები  პერმანენტულ  მონიტორინგს განახორციელებენ,  რათა  ამბულატორიების  მშენებლობის  პროცესი  დათქმულ  ვადებში და  ხარისხიანად  განხორციელდეს.