მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა
20 სექტემბერი 2022
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
მუნიციპალური განვითრების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში 60 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლას აშენებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.