თორნიკე თორაძე „ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის მეორე კონფერენციას“ დაესწრო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან - გიორგი ამაშუკელთან ერთად დღეს „ჰაიდელბერგცემენტის ხარისხის მეორე კონფერენციას“დაესწრო. კონფერენციის ძირითადი თემა ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე გამოცდილების გაზიარება იყო.
კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს ვიცე პრემიერმა , ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, წამყვანი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა, ჰაიდელბერგცემენტის ბეტონისა და ცემენტის სპეციალისტებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა და ხარისხის მართვის მენეჯერებმა მიიღეს.
კონფერენციაზე „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს და ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ის ტექნოლოგიები, რომლითაც კომპანია მაღალი ხარისხის ბეტონისა და ცემენტის წარმოებას ახორციელებს.
გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „ჰაიდელბერგცემენტი“ წლების მანძილზე სტაბილურად საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და გამოირჩევა სწორედ მაღალი ხარისხის პროდუქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის.