ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

5 აგვისტო 2022
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია.
 
პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი, რომელიც  სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით. 
 
მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც. პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა.