სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

გამოქვეყნებულია: 13 დეკემბერი 2021    /    ძალაშია: 24 დეკემბერი 2021

 მოგესალმებით, 

 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში არსებული ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვას.  

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტების (დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება) სავარაუდო ღირებულება.  

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დამატებული ღირებულების გადასახად ჩათვლით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე:  jshvelidze@mdf.org.ge ; mbochorishvili@mdf.org.ge .

დანართი:

·         ტექნიკური დავალება 6 (ექვსი) ფურცლად.


 ტექნიკური დავალება - .pdf

 

 

 

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის