გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე (ახალციხის მუნიციპალიტეტი) ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2015 წლის 8 ოქტომბერს 14:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ქ. ახალციხე, შალვა ახალციხელის ქუჩა #2) გაიმართება ქვე-პროექტის „გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ), ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,
დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,
გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge ;
· ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, ქ. ახალციხე,
შალვა ახალციხელის ქუჩა, #2, საკონტაქტო პირი - ალექსანდრე ზედგინიძე, ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე; ტელეფონი: 591 44 97 79; ელ-ფოსტა:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია
EMP_Sapara Monastery access road_ge