ქუთაისის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

15 აგვისტო 2020

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია  მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3915

პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.

ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის.