სიახლეები

14 თებერვალი 2026

ხარაგაულში სპორტული კომპლექსის-ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება

ხარაგაულში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის აშენება იგეგმება. ხარაგაულის სპორტული კომპლექსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს მულტიფუნქციური სივრცეები, ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის განკუთვნილი აუზი.
14 თებერვალი 2026

ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის და რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის კომპლექსი მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლებას როგორც სპორტულ, ისე კულტურულ შემენებით საჭიროებებს.
14 თებერვალი 2026

სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას ახალი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა.
14 თებერვალი 2026

სოფელ ტირძნისში საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში საბავშვო ბაღის ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟის შემდეგ ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. შენდება 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი. შენდება 150 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი.
14 თებერვალი 2026

გორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება

გორში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება იწყება. ახალი სივრცე 1000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. პროექტის მიხედვით, კომპლექსი აშენდება მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად.
14 თებერვალი 2026

გორში N11 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი სკოლა 650 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკლასო და რესურს ოთახები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, სამეცნიერო ლაბორატორია, მუსიკის ოთახი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სივრცე.
14 თებერვალი 2026

სპორტული ცენტრი მეჯვრისხევში

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ქვეყნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალებს ადგილზე ეცნობა. მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად შიდა ქართლში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
13 თებერვალი 2026

წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხაში მდებარე ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად მდგრადი რეკრეაციული გარემო.
10 თებერვალი 2026

ინფრასტრუქტურის მინისტრი 89-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს შეხვდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან, ისნის რაიონის გამგებელთან, აკაკი ხლაბუსტოვთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად თბილისის 89-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცას და მოსწავლეების მშობლებს შეხვდა.
10 თებერვალი 2026

ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში მე-6 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სკოლა 700 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი რეაბილიტაცია 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.