მიმდინარე ტენდერები

გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2025    /    ძალაშია: 4 ივლისი 2025

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

მოგესალმებით,

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის - ფილარმონიის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
გამოქვეყნებულია: 27 ივნისი 2025    /    ძალაშია: 3 ივლისი 2025

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ბაზრის კვლევის შესახებ

მოგესალმებით,

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ რუსთავში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.
გამოქვეყნებულია: 11 აპრილი 2023    /    ძალაშია: 11 აპრილი 2028

შესყიდვის ზოგადი შეტყობინება - შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილი 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხისა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის მიერ გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყენებას საქართველოს საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის მიზნით.