ფუხტელი: "გერმანია საქართველოს მომავალშიც დაეხმარება ევროკავშირთან დაახლოებაში"

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეფორმების პოლიტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კარგი შანსები აქვს, რომ ზაფხულში უკვე მოეწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“ – აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, ჰანს იოახიმ ფუხტელმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრისას. მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი ესწრებოდა.

 ბატონი ფუხტელის და ბატონი ნარმანიას შეხვედრა შედგა დილას ბერლინში. ფუხტელმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების გათვალისწინებას: „ამიტომაც მივესალმებით თქვენი მთავრობის მხრიდან წამოწყებულ რეფორმებს - იქნება ეს სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების, ბიუჯეტის უკეთ გაკონტროლების, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის, დეცენტრალური მმართველობის თუ სხვა სფეროებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალშიც დავეხმარებით საქართველოს განვითარებას ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიცაა ევროკავშირთან დაახლოება“.

ორივე მხარემ აღნიშნა ერთობლივი წარმატებები ქმედუნარიანი თვითმმართველობის ჩამოყალიბების სფეროში და გამოკვეთა ინფრასტრუქტურის, როგორც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობის  როლი.

ნარმანიას სურვილია, ინფრასტრუქტურის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და დახმარება თვინინგის პოტენციური პარტნიორის გერმანიაში მოძიებისათვის“. აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამომავლო განხორციელების მიმართულებით საქართველოს ესაჭიროება ფუნქციონირებადი მუნიციპალური განვითარების ფონდი, რადგან გასაუმჯობესებელია მუნიციპალური ინფრასტრუქტურა და მომსახურების მიწოდება.

მუნიციპალური პოლიტიკის 30-წლიანი გამოცდილების გადმოსახედიდან, ფუხტელმა ხაზი გაუსვა გადასახადების საჭირო ოდენობის მობილიზების აუცილებობას და წარმოაჩინა საქართველოს მონდომება შედეგზე ორიენტირებულ საბიუჯეტო სისტემაზე გადასვლის საკითხში.

მან აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების დიდი მონდომებით წინ უსწრებს უამრავ ქვეყანას და წინადადება დააყენა, რომ გერმანელი პოლიტიკოსები ადგილზე გაეცნონ წინსვლებს. როგორც შეხვედრაზე იქნა აღნიშნული, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს რეფორმებს.

საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მისწრაფება ევროკავშირისაკენ კარგი წინაპირობაა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

 

გარდა ამისა, გერმანია საქართველოს ეხმარება .. „მანათობელი შუქურისპროექტის განხორციელებაში,რაც ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შექმნას გულისხმობს, ეს მთელი რეგიონის მასშტაბით ტურისტულ მიზანს წარმოადგენს.