მგფ-ი საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს
6 ივნისი 2019
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 7 ივნისს, 15:00 საათზე ფონდის შენობაში (მისამართი: აღმაშენებლის #150), საგზაო კომპანიების წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია კომპანიების წარმომადგენლებს დაგეგმილ საგზაო პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ კონკურსის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.