თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საბოლოო ვერსია

6 თებერვალი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

 თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილის მოდერნიზაციას, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ-ს და რომლის მიზანია  რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  და პარამეტრების გაუმჯობესება, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის. პროექტის ითვალისწინებს ისეთი სპეციალური საგზაო კონსტრუქციების მოწყობას, როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ. რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.

პროექტი არ არის   დაკავშირებული        ახალი ტერიტორიების            ათვისებასთან და გარემოს    სენსიტიურ    უბნებზე მშენებლობასთან.  აზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის SPS 2009 მიხედვით  პროექტი კლასიფიცირებულია როგორც B  კატეგორიის.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობა დაკავშირებული საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას.

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები. დარგობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა როგორც კამერალური შესწავლები, ასევე, საველე სამუშაოები და გარემოს არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასება. სრულად იქნა შეგროვებული აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური ინფორმაცია. გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ აღებულ და გაანალიზებულ იქნა ზედაპირული წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის სინჯები. საპროექტო ჯგუფმა შეისწავლა ხმაურის და ფონური რადიაციის დონე მარშრუტის გასწვრივ. ავტოტრანსპორტის ემისიის ზემოქმედება გაანალიზებული იქნა ლიცენზირებული პროგრამის - „ეკოლოგ- მაგისტრალ“-ის გამოყენებით.  გარდა  ამისა, 2015 წელს იტალიური კომპანია Nord Est Proggettis საინჟინრო-საკონსულტაციო გუნდმა განახორციელა ხმაურისა და ვიბრაციის მოდელირება. გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაზებზე სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ხმაურის და ვიბრაციის ზემოქმედება შეფასდა მოცემული ზემოქმედების მიმართ ყველაზე სენსიტიური საცხოვრებელი ტერიტორიებისათვის: ასეთი საცხოვრებელი კორპუსები განლაგებულია საპროექტო გზის ახალი მარშრუტის გასწვრივ, რომელიც გზის არსებული მონაკვეთიდან მოცილებულია.

 

მომზადდა  გზშ-ს ანგარიში, რომელიც მოიცავს არსებული გარემო პირობების აღწერას, შემოთავაზებული გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რეკომენდირებულ მენეჯმენტს, ზემოთხსენებული ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებსა და შერჩეული პარამეტრების მონიტორინგს. გარემოზე ზემოქმედება განიხილება პროექტის მშენებლობის წინა პერიოდის, საკუთრივ მშენებლობისა და პროექტის მოქმედების ეტაპებზე განსაზღვრული ღონისძიებებისათვის. გზშ-ს მოქმედების სფერო მოიცავს ბუნებრივ და ადამიანურ გარემოს, მათ ურთიერთქმედებას და ნებისმიერ იძულებით ცვლილებას, რომელსაც იწვევს გზის მშენებლობა / რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული აქტივობები.

 

წინამდებარე გზშ ეყრდნობა მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და ADB-ის სახელმძღვანელო პრინციპებით (ADB უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დებულება - SPS 2009) არის განსაზღვრული. მიმოხილული და შესწავლილია აგრეთვე ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებული გზშ დოკუმენტაციის მომზადების სხვა კვლევების გამოცდილება. წინამდებარე გზშ შემუშავებულია პროექტის დიზაინის დეტალური განხილვის, პირველადი და მეორადი მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვების, საველე ვიზიტების, MDF-სა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე.

 

გზშ დოკუმენტი სტრუქტურირებულია როგორც ძირითადი ტექსტი და რამდენიმე დანართი. ტექსტის ძირითადი ნაწილი უზრუნველყოფს გარემო პირობების, სენსიტიური რეცეპტორების, პოტენციური გარემოსდაცვითი გავლენებისა და რელევანტური შემარბილებელი ზომების მოკლე და ლოგიკურ აღწერას, რომელიც ინტეგრირებულია გარემოს დაცვის მენეჯმენტის გეგმაში (EMP), ხოლო დანართები წარმოგვიდგენს უფრო დეტალურ ინფორმაციას სპეციფიური საკითხების ირგვლივ.

 

წარმოდგენილი გზშ-ს დოკუმენტი მომზადებულია შპს „დოჰვა ინჯენიერინგი კო“ -ს მიერ, დამკვეთის  - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის-  ტექნიკური დავალების და  ტექნიკური პროექტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საპროექტო გზის ინფრასტრუქტურის დიზაინის და მშენებლობის პროცესის აღწერას და არ ეხება მშენებლობისათვის აუცილებელი დამხმარე ნაგებობების (მისასვლელი გზების, ბანაკების, ასფალტო-ბეტონის ქარხნის და ა.შ.) მშენებლობის და ფუქნციონირების საკითხებს. მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხები დამუშავებულია ცალკე დოკუმენტის – განსახლების სამოქმედო გეგმის სახით.

გზშ-ს ანგარიში, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, წარდგენილი იქნა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. 2017 წლის 17 იანვარს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული იქნა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N5, პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.

 

   1.გზშ-v.I -_2- 18.10.  2016(GEO)

   2.  გზშ - v.II. (Geo)-2

   3. არატექნიკური რეზიუმე-თბილისი-რუსთავი

   4. ტექნიკური რეზიუმე -25.10. 2016 Geo