გურჯაანის ყოვლადწმინდის ვიზიტორთა ცენტრის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

18 იანვარი 2017
მუნიციპალიტეტი: გურჯაანი
დონორი: WB

 2017 წლის 23 იანვარს 14:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში (მისამართი: ნონეშვილის 13) გაიმართება ქვე-პროექტის „გურჯაანის ყოვლადწმინდის ვიზიტორთა ცენტრის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RDP 1) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს გურჯაანის ყოვლადწმინდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტისათვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.

 

საკონტაქტო პირები:          ქეთევან პაპაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 599149696,  

ელ.ფოსტა: kpapashvili@mdf.org.ge

 

                გურჯაანის  მუნიციპალიტეტის გამგეობა - ქ. გურჯაანი, ნონეშვილის N13

 

საკონტაქტო პირი:              გიორგი ამისულაშვილი,

გამგეობის ინფრასტრუქტურის

სამსახურის სპეციალისტიტელ: 599 85 22 06

                                                            ელ.ფოსტა: gia.amisulashvili@mail.ru