სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ბაზრის კვლევას - ქალაქ ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის სარეაბილიტაციოდ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი 2019    /    ძალაშია: 7 მარტი 2019

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს ქალაქ ქუთაისში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია, ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შესაქმნელად.

ქალაქ ქუთაისის აღნიშნული უბნის სარეაბილიტაციოდ საჭიროა დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის მიწოდების (მომსახურების გაწევის) საბოლოო ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 26 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: procurement@mdf.org.ge; npatsatsia@mdf.org.ge

ამასთანავე გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები:

-         შესყიდვის ობიექტის ცალკეული ეტაპების სავარაუდო ღირებულებების მითითებით (დამატებული ღირებულების (დღგ) გარეშე) და შესყიდვის ობიექტის ჯამური სავარაუდო ღირებულების მითითებით (დღგ-ს გარეშე).

-         შესყიდვის ობიექტის მიწოდების (მომსახურების გაწევის) საბოლოო ვადის მითითებით (ხელშეკრულების გაფორმებიდან - შესაბამისი რაოდენობის დღეების/თვეების ჩათვლით).

დანართები:

1.      ტექნიკური დავალება - 21 (ოცდაერთი) ფურცელი;

2.      საკადასტრო კოდები - 7 (შვიდი) ფურცელი;

3.      სიტუაციური გეგმა - 1 (ერთი) PDF ფაილი.

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.

სიტუაციური გეგმა

ტექნიკური დავალება

საკადასტრო კოდები