სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ბაზრის კვლევას - პროგრამა მოიცავს მდინარეებზე მყარი მოტივტივე ნარჩენების დამჭერი სტრუქტურების მოწყობას, საჭირო საწმენდი ტექნიკის შესყიდვას და შემდგომ ობიექტების 2 წლიან მოვლა-პატრონობას
მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს მდინარეებზე მყარი მოტივტივე ნარჩენების დამჭერი სტრუქტურების მოწყობას, საჭირო საწმენდი ტექნიკის შესყიდვას და შემდგომ ობიექტების 2 წლიან მოვლა-პატრონობას. საპროექტო/სამშენებლო ტერიტორია განლაგებულია დასავლეთ საქართველოში კერძოდ შავი ზღვის აუზის მდინარეებზე სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე. მდინარეებიდან ხდება შავ ზღვაში ტივტივა ნატანის შედინება, რაც იწვევს სანაპირო ზოლის დაბინძურებას. ამიტომ საჭიროა მოხდეს აღნიშნულის პრევენცია ტივტივა ნატანის დამჭერის მოწყობით, რაც ხელს შეუწყობს სანაპირო დაბინძურების შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვინაიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია.