წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშები

21 ივნისი 2016

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდება ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის (SWMP) ფარგლებში შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით.   მსოფლიო ბანკი მოქმედებს შვედეთის პროგრამული სატრასტო ფონდის მიერ უზრუნველყოფილი საგრანტო თანხის ადმინისტრატორის სახით.

 

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარი ანგარიშები მომზადებულია  ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის საფუძველზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები მომზადდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაციებისა და დეტალური დიზაინის საფუძველზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები გამოქვეყნდება და მათი საჯარო განხილვა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

 

წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების წინასწარ ანგარიშებზე კომენტარების წარმოდგენა შესაძლებელია მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურისათვის.

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge

 

Preliminary EIA Tskaltubo WWTP-ge

 

Preliminary EIA Telavi WWTP-ge.