განცხადება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შესახებ - ქალაქ კასპში (სააკაძის ქუჩა) არსებულ საფეხბურთო სტადიონთან ახალი 480-ადგილიანი ტრიბუნების მოწყობისა და არსებული სპორტული სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 18 იანვარი 2019    /    ძალაშია: 8 თებერვალი 2019

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - DAP190000003 ქალაქ კასპში (სააკაძის ქუჩა) არსებულ საფეხბურთო სტადიონთან ახალი 480-ადგილიანი ტრიბუნების მოწყობისა და არსებული სპორტული სკოლის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1,432,313.00 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით. წინადადებების მიღება მთავრდება 2019 წლის 08 თებერვალს, 15:00 საათზე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის ბმული:

 

tenders.procurement.gov.ge/public/