„ქ. თბილისში #55 საჯარო სკოლის, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და #200 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება“
გამოქვეყნებულია: 15 იანვარი 2019 / ძალაშია: 4 მარტი 2019
საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: „ქ. თბილისში #55 საჯარო სკოლის, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და #200 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მოწვევის წერილი: